20 აპრილი 2024,   06:01
ვრცლად
ნახევრად დანგრეული საცხოვრებელი, წყლისა და გაზის გარეშე - უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები სოციალური დახმარების გარეშე

ლალი თვალიაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილთან ერთად უკვე მრავალი წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. გარდა იმისა, რომ საცხოვრებელი სახლი ავარიულია, არც წყალი აქვთ და არც გაზი. რამდენი წლის წინ მომხდარმა სტიქიამ საცხოვრებლში პირობები კიდევ უფრო გააუარესა. მერიისთვის არაერთი მიმართვის მიუხედავად, მათ დახმარება ვერ მიიღეს. თვალიაშვილების ოჯახს მძიმე პირობების მიუხედავად სოციალური დახმარებაც მოუხსნეს, თუმცა მიზეზი მათთვის უცნობია.

გორის სოფელ შინდისში ნახევრად დანგრეულ სახლში და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრებს მარტოხელა ლიანა ოძელაშვილიც. სოციალურმა სამსახურმა მძიმე საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, მასაც მაღალი ქულები დაუწერა და დახმარება შეუჩერა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც გაუგებარი დარჩა.

სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი ოჯახების მდგომარეობას ოპოზიცია ხელისუფლების უმოქმედობას უკავშირებს.

ავტორი: იზო ჩუბინიძე. 

 

 

დღის ამბები