23 აგვისტო 2019,   16:07
ვრცლად
აწამეს, სცემეს და ქონება იძულებით დაათმობინეს - ქურდული მენტალობის მქონე მეზობლების მიერ დარეკეტებული ბიზნესმენი

ქურდული მენტალიტეტის მქონე მეზობლების მიერ დარეკეტებული ბიზნესმენი - 36 წლის მამაკაცი ამტკიცებს, რომ ის აწამეს და სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით მოსთხოვეს ქონება  სხვისთვის გადაეფორმებინა. ბიზნესმენმა დახმარებისთვის ნაცნობ პოლიციელს მიმართა, რომელმაც ურჩია, რომ საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდი ჩაერთო, თუმცა მიუხედავად ამისა, რეკეტიორებისთვის გარკვეული თანხის გადახდა მაინც მოუწევდა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა მეზობლები, რომელებმაც ბიზნესმენი აწამეს, არავის დაუკავებია. პოლიციელი კი, რომელიც საქმეში ფიგურირებს ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით აიყვანეს.

36 წლის ბიზნესმენი ამბობს, რომ ოჯახი უსაფრთხოების მიზნით ისევ სოჭში გაუშვა. თავად კი არსად წასვლას არ აპირებს.

ის მშენებარე კორპუსებში ბინების შეძენით და სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ მათი რეალიზაციით არის დაკავებული. სწორედ ასეთი ბინის იძულებით გადაფორმებით დაიწყო მასზე ძალადობა.

დღის ამბები