25 სექტემბერი 2018,   12:07
ვრცლად
ქართველი მოკრივე, რომელსაც 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება ამტკიცებს, რომ საქმე ჩემპიონატიდან მისი ჩამოშორების მიზნით შეუკერეს

ცნობილ ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს ამერიკის ციხეში 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანეს და ქართველი სპორტსმენი დამნაშავედ სცნეს. მას ბრალად ედება დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა, ადამიანების დარეკეტება და ძალადობა ქონების წართმევის მიზნით.

ავთანდილ ხურციძე და რამდენიმე ათეული ადამიანი ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და ნევადის პოლიციამ და გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ შარშან 8 ივნისს დააკავეს. 

გამოძიების ცნობით ხურციძე იმ დაჯგუფების წევრია, რომლის სათავეში  ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დგას და რომელიც დაკავებულია დაქირავებული მკვლელობებით, ადამიანების მოსყიდვით, ქონების გატაცებით, არალეგალური აზარტული თამაშებით და ნარკოტიკების რეალიზებით.

ქართველი ჩემპიონი კი "პოსტსკრიპტუმთან" აცხადებს, რომ  ის უდანაშაულოა და სინამდვილეში ეს საქმე მას შეუკერეს სწორედ იმისთვის, რომ კრივის მოქმედი ჩემპიონი არ დაემარცხებინა.

ხურციძეს ჩემპიონის დროებითი წოდება ჰქონდა და მას მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა რჩებოდა საბოლოო პირველობისთვის. მაგრამ ახლა ეს შეხვედრა აღარ შედგება. ჩემპიონის ტიტულიც მას უკვე ჩამოართვეს.

დღის ამბები