17 ივლისი 2018,   17:22
ვრცლად
ყოველწლიურად 500-დან 600-მდე დაღუპული ადამიანი - საქართველოს გზები ევროპაში ყველაზე სასიკვდილოა

საქართველოს გზები ევროპაში ყველაზე სასიკვდილოა. ფატალურად დასრულებული შემთხვევები წლიდან წლამდე იზრდება. ყველწლიურად, საქართველოს გზებზე 500-დან 600-მდე ადამიანი იღუპება, ანუ ყოველი 1 მლნ. მოსახლიდან 162 ადამიანი სიცოცხლეს სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევისას ასრულებს. ამ მაჩვენებლით, საქართველო მეორე წელია ევროპის ყველაზე უფრო საშიში ქვეყანაა.  საქართველოს ანტირეკორდით, ოდნავ ჩამორჩება რუსეთი. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფატალური სტატისტიკა 1 მლნ. მოსახლეზე 5-6 ადამიანს არ აღემატება.

პრობლემას წლებია იკვლევს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. როგორც ჩანს, ავტოპარკის ზრდასთან ერთად სასიკვდილო სტატისტიკაც უახლოესი წლების განმავლობაში გაიზრდება.

გაეროს მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ პრობლემის სათავე არასწორი ადმინისტრირებაა, რადგან გზების ნახევარი, საერთოდ არ კონტროლდება.

გზებზე შექმნილი ვითარება ბოლოს აუდიტის სამსახურმა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ავტოპარკის 30%-ის მფლობელთა ვინაობა დაუდგენელია, საუბარია სამსახურეობრივ მანქანებზე, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროს თუ კომპანიის ბალანსზე ირიცხება და ვინ მართავდა დროის მოცემულ მომენტში, დაუდგენელია.

ირკვევა, რომ 10 ყველაზე ურჩი მძღოლი 600-ზე მეტჯერაა დაჯარიმებული, ჯამში 800 000 ლარით.

ავტორი: მიშა სესიაშვილი. 

 

 

დღის ამბები