20 აპრილი 2024,   03:00
ვრცლად
თაღლითური სქემის 5 მსხვერპლი - ბინის მფლობელებს გაქირავებული ბინები უკან იპოთეკით დატვირთული დაუბრუნეს

თაღლითური ჯგუფი, რომელის წევრებმაც ჯერ ბინები იქირავეს, შემდეგ კი ნაქირავები სახლები იპოთეკით დატვირთეს - ხუთივე მსხვერპლის შემთხვევაში დაჯგუფების წევრები ერთი და იმავე სქემით მოქმედებდნენ. მათ ნოტარიუსთან დამოწმებული საბუთები გააყალბეს, საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს და ბინები საკუთარ სახელზე გადაიფორმეს. შემდეგ კი სახლები იპოთეკით დატვირთეს.

თაღლითები უკვე დაკავებულები არიან. ბინებიც კანონიერ მესაკუთრეებს დაუბრუნდათ თუმცა ბანკში აღებული კრედიტებით. ანუ ახლა ბინის მესაკუთრეებმა უნდა გადაიხადონ იპოთეკით გაცემული თანხები.

ამ ეტაპზე საქმე სასამართლოშია და საკრედიტო ვალდებულებებიც შესაბამისად გაყინულია.

ბინის მესაკუთრეებს პრეტენზიები არამხოლოდ თაღლითების მიმართ ჰქონდათ. მათ საჯარო რეესტრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და იმ დოკუმენტის ბათილად ცნობა მოითხოვეს, რომლის წყალობითაც საჯარო რეესტრის მოხელემ მათი ქონება თაღლითებს დაურეგისტრირა.

დღის ამბები