16 ივლისი 2018,   20:44
ვრცლად
გაუპატიურების მცდელობა და მხოლოდ ცემის ფაქტზე აღძრული საქმე - სამართალდამცეველმა გაუპატიურების მცდელობის მოწმე მოითხოვეს

სამი შვილის დედა, 24 წლის ახალგაზრდა ქალი მეზობელ მამაკაცს, რომელიც მისი მეუღლის მეგობარიც იყო, გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. თუმცა, სამართალდამცავებს ეჭვმიტანილისთვის ბრალი გაცილებით მსუბუქი მუხლით აქვთ წარდგენილი. სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ცემის ფაქტზე აღიძრა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ იმავე საღამოს დააკავა.

შემთხვევა, 27 მაისს ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. დაზარალებულმა მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებს მაშინვე შეატყობინა. პოლიცია მხოლოდ დილის 10 საათისთვის, მას შემდეგ გამოიძახეს, რაც დაზარალებულთან სოფელში დედა ჩავიდა.

დაზარალებული გოგონას დედა ვარაუდობს, რომ მეზობელი ბიჭის მშობლებმა ძალადობის კვალი შეგნებულად წაშალეს. 

მიუხედავად იმისა რომ, სისხლის სამართლის საქმეში არსებობს ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება, ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და ახალგაზრდა ქალის და მის ოჯახს ანგარება ამოძრავებს.

დაზარალებული ქალი ვარაუდობს, რომ დამნაშავეს მისი ნათესავი მფარველობს, რომელიც ბოლნისში გავლენიანი პირია.

ლევან ლაზარეშვილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის მოადგილეა. მის სავარაუდო ბრალეულობასა და საქმეზე კომენტარს არ აკეთებენ პროკურატურაში.

ამ საქმის წინასწარი განხილვა, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 13 ივლისს დაიწყება.

 

დღის ამბები