19 აპრილი 2024,   16:59
ვრცლად
ხინკალი, ხაჭაპური, პური ამერიკული თონიდან - ქართული რესტორანი „სუფრა“ ვაშინგტონში  

ქართული რესტორანი „სუფრა“ მსოფლიოს პოლიტიკურ დედაქალაქში, ამერიკაში. მასპინძელი და ქართული სამზარეულოს არაოფიციალური ელჩი ამერიკელი ჯონათან ნელმსია.

ხინკალი, ხაჭაპური, შოთის პური ამერიკული თონიდან, ფხალეული, სალათები, ტარხუნა და სხვა მწვანილი ძირითადად საქართველოდან იმპორტირებული პროდუქტებით მზადდება.

"სუფრა" ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანია, რომელიც ჯონათან ნელსმა მეუღლესთან ერთად დაახლოებით 6 თვის წინ გახსნა. ჯონათანი და ლაურა ამბობენ, რომ უკვე 30 წელია ქართული სუფრით და ტრადიციებით არიან გატაცებულები.

ჯონათანმა საქართველოში დააგემოვნა სხვადასხვა ჯიშის და წარმოების ღვინო. კახეთში, გურიასა და იმერეთში შერჩეულ ღვინოებს ამერიკაში, საკუთარ რესტორანში, სტუმრებს შესთავაზებს.

განახლებულ, გათანამედროვებულ ქართულ სამზარეულოს შეფ-მზარეული საქართველოდან მახო მაისაშვილი უძღვება.

 

 

 

 

 

დღის ამბები