23 აპრილი 2024,   22:37
ვრცლად
შიმშილობის მეხუთე დღე - კომპანია „სვეტისგან“ დაზარალებულები დღეს თბილისის მერს შეხვდებიან

კომპანია „სვეტისგან“ დაზარალებულები დღეს თბილისის მერს,  კახი კალაძეს შეხვდებიან.
მენაშენეები იმედოვნებენ, რომ თბილისის მერთან აუდიენცია კონკრეტული შედეგით დასრულდება და მათი მოთხოვნები შესრულდება.

დაზარალებულები უკვე მეხუთე დღეა შიმშილობენ. პარალელურად, დაკითხვები გრძელდება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

უწყებას დაყადაღებული აქვს კომპანიის უძრავი ქონება და დამფუძნებელთა წილები, ოფისებიდან ამოღებულია დოკუმენტები.

მოშიმშილეებს "სვეტთან" ერთად პრეტენზიები სადაზღვევო კომპანია "ალდაგთან" აქვთ, სადაც ბინები დაზღვეული იყო.

აქციის მონაწილეებს თანადგომას უცხადებს თბილისის მერი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები