23 აპრილი 2024,   10:09
ვრცლად
ფონიჭალის მოსახლეობა თბილისის მერისგან აზიისა და მუნიციპალური განვითარების ფონდებთან შუამდგომლობას ითხოვს

ფონიჭალის მოსახლეობა თბილისის მერისგან აზიისა და მუნიციპალური განვითარების ფონდებთან შუამდგომლობას ითხოვს.

საქმე ეხება ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც გზის გაფართოების პროექტის ფარგლებში 300-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელის ნაცვლად თანხა უნდა გადაეცეს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ შეთავაზებული საფასური საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია და მის მომატებას ითხოვენ - წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან.

საკითხს „ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დააყენებს.

„320 ადამიანია, რომელსაც არ უხდიან თანხას, რომ რაღაც საკუთრება შეიძინონ და ასევე ის ხალხი, ვისი საცხოვრებელი სახლები და კორპუსები,  გზის გაყვანის შემთხვევაში ჩამონგრევის  საფრთხის წინაშე დგას,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ლილე ლიპარტელიანი.

თბილისის მერი კი ამბობს, რომ თბილისის მერიას მიმდინარე დავა არ ეხება. კალაძე მოსახლეობას ინფრასტრუქტურის სამინისტოში ამისამართებს.

„პროექტს ახორციელებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. მე გამიჭირდება ამ კონკრეტულ პროექტზე დეტალებზე ვისაუბრო,“-განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები