25 აპრილი 2024,   11:03
ვრცლად
არჩევნები თურქეთში - პირველადი მონაცემებით ერდოღანი კვლავ პრეზიდენტია

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კვლავ თურქეთის პრეზიდენტია - მან გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში მოიპოვა. ხმების 99 %-ის დათვლის შემდეგ, თურქეთის მოქმედ პრეზიდენტს ამომრჩეველთა 53% -ის მხარდაჭერა აქვს.
მისმა მთავარმა კონკურენტმა, მუჰარემ ინჯემ ხმების 31% მოიპოვა. ერდოღანის განაცხადებით, მისი "სამართლიანობისა და განვითარების პარტია" ქვეყნის პარლამენტში ხმების უმრავლესობის მოპოვებასაც შეძლებს.

ოპოზიციურ "სახალხო რესპუბლიკურ პარტიას" ამომრჩეველთა 23 %-მა მისცა ხმა. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10%-იანი ბარიერი გადალახა პროქურთულმა პარტიამაც. ერდოღანი ქვეყნის სათავეში 15 წელზე მეტია იმყოფება - ამჯერად ის პრეზიდენტის გაზრდილი უფლებამოსილებით ისარგებლებს.

დღის ამბები