24 აპრილი 2024,   17:57
ვრცლად
ნიგერიაში მწყემსებსა და ფერმერებს შორის დაპირისპირებას 86 ადამიანი ემსხვერპლა

შეიარაღებულ დაპირისპირებას ნიგერიაში 86 ადამიანი ემსხვერპლა . შეტაკებები ადგილობრივ მწყემსებსა და ფერმერებს შორის, ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში მოხდა. არიან დაშავებულებიც.

სრულიად განადგურებულია 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. მსგავსი შეტაკებები სადავო მიწისა და სასმელი წყლის გამო ნიგერიის სხვადასხვა რეგიონში ხშირად ხდება, რასაც ადგილობრივი სამართალდამცველები ვერ უმკლავდებიან.

ვითარების განმუხტვის მიზნით, ქვეყნის ხელისუფლებამ რეგიონში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

დღის ამბები