25 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
"არასრულწლოვანი მოწმეები არ თანამშრომლობდნენ, ყოველ შემთხვევაში ეს ხალისით არ ხდებოდა" - მოზარდების მკვლელობის საქმის გამომძიებელი

მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძესა და საქმის გამომძიებელს, შს სამინისტროდან კახა სირაძეს კითხავენ.

საქმის პროკურორმა საგამოძიებო კომისიის წევრებთან საქმის მასალები დეტალურად განიხილა.

გამომძიებელი კახა სირაძე კი აცხადებს, რომ მათ საქმეზე მუშაობა რთულ გარემოებაში უწევდათ, რადგან არასრულწლოვანი მოწმეების უმრავლესობა არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან.

„მოცემულ საქმეზე ძიება დაიწყო პირველ დეკემბერს. 31 დეკემბერს საქმე წარიმართა უკვე არსებითი განხილვის მიზნით სასამართლოში. არასრულწლოვანი მოწმეები არ თანამშრომლობდნენ, ყოველ შემთხვევაში ეს ხალისით არ ხდებოდა და არ თანამშრომლობდნენ.

ასევე მინდა მშობლებზეც გავამახვილო ყურადღება. ძირითადად ეს ყველაფერი განხორციელდა გამონაკლისით, რამდენიმე მოწმის. გვჭირდებოდა ოჯახში მისვლა, შეხმიანებაც“-აცხადებს გამომძიებელი კახა სირაძე.

საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გასულ კვირას მოკლული მოზარდების ოჯახის წევრები გამოიკითხნენ.

დღის ამბები