18 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" თუ აქვს შეცდომები, გარედან კარგი კრიტიკა გამოსდის ამ ქალბატონს - დავით ჭიჭინაძე წულუკიანზე

„ქართულ ოცნებას" თუ აქვს შეცდომები, გარედან კარგი კრიტიკა გამოსდის ამ ქალბატონს,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანთან დაკავშირებით გააკეთა.

დავით ჭიჭინაძის თქმით, მმართველ გუნდთან საუბარშიც უკვე აღნიშნა, რომ თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვების შემდეგ უფრო თავისუფლად გააკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“.

„მე ვფიქრობ, რომ თავისუფალი როდესაც იქნება დაკავებული თანამდებობიდან, მეტი საშუალება ექნება უფრო რეალურად გვაკრიტიკოს,“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მმართველ გუნდში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დასრულდა. მმართველი გუნდის წევრების გადაწყვეტილებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდება. რასთან დაკავშირებით, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმამ კითხვის ნიშნები გამოიწვია.

მმართველი გუნდის წევრების გადაწყვეტილებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდება.

გაერთიანდება, ასევე, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები და ერთ უწყებად გაერთიანდება დევნილთა სამინისტრო და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ამასთან, ზემოთ ჩამოთვლილ უწყებებს არ ექნებათ ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მოწყობის ფუნქციები და ეს უფლებამოსილება მთლიანად ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

დღის ამბები