12 დეკემბერი 2018,   03:51
ვრცლად
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ახალი ვადით თურქეთის პრეზიდენტია

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ახალი ვადით თურქეთის პრეზიდენტია. წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე შტაბბინასთან შეკრებილებს რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერდოღანი და მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია გამარჯვებულად გამოაცხადა. დათვლილია ბიულეტენების 99 პროცენტი. მოქმედ ლიდერს ამომრჩეველთა 53 პროცენტი მიემხრო.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართა. მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია „ნაციონალისტურ მოძრაობასთან“ ერთად საკანონმდებლო ორგანოში ადგილების უმრავლესობას დაიკავებს.

მეორე ადგილზეა ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტია“.

ამ არჩევნებით თურქეთი მმართველობის საპარლამენტო მოდელიდან საპრეზიდენტო მოდელზე გადადის.

კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტის უფლებამოსილება იზრდება პრემიერს კი ეკვეცება. ქვეყნის მთავარსარდალს შეეძლება მაღალი თანამდებობის პირები დანიშნოს, მართლმსაჯულების სისტემაში ჩაერიოს და საგანგებო მდგომარეობაც დამოუკიდებლად გამოაცხადოს.

ეს რეჟიმი თურქეთში 2016 წლის არშემდგარი ამბოხების შემდეგ მოქმედებს. ამის გამო 107 ათასი ადამიანი სამსახურიდან დაითხოვეს, 50 ათასი კი ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით საპატიმროში იმყოფება. 

დღის ამბები