25 აპრილი 2024,   02:23
ვრცლად
ცხენის ხორცი საქონლის ნაცვლად - ფალსიფიცირებული ძეხვეული თბილისში 

თბილისში სოსისი, სარდელის, "სუჯუკის", და სხვა ძეხვეულის ფალსიფიცირების ფაქტები გამოვლინდა, ამოღებულია ცხენის ხორციც. 

ერთ-ერთი ინდ მეწარმე ქალაქ თბილისში მოწყობილ კუსტარულ საამქროში, ხორცპროდუქტის ე.წ „სუჯუკს“  აწარმოებდა. საწარმო პროდუქტს, როგორც საქონლის ხორცისგან დამზადებულს ისე ასაღებდა.

პარალელურად დედაქალაქის მასშტაბით გამოვლენილია ხუთი სხვადასხვა საამქრო, სადაც ძეხვეულისა და სოსისის დამზადება ასევე კუსტარულად, სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით ხდება.

დღის ამბები