25 ივნისი 2019,   02:37
ვრცლად
მნიშვნელოვანი
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მათ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. 

აქციის მონაწილეების თქმით, აუცილებელია საკითხის არსს ახალი პრემიერი გაეცნოს. დაზარალებულები ამბობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილი მათი პრობლემით არ დაინტერესდა და ის უმოქმედო პრემიერი იყო.

დაზარალებულები მომხდარზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ. 

დაზარალებულმა კრედიტორებმა წლების წინ, საკუთარი დანაზოგები საფინანსო კომპანიას ბონუსის მიღების იმედით ასესხეს, თუმცა კომპანიამ მათ ფული უკან აღარ დაუბრუნა. 

დღის ამბები