19 ივლისი 2018,   15:26
ვრცლად
თურქი ბიზნესმენი გია ჟორჟოლიანს ნათესავის მფარველობაში, დეპუტატის ნათესავს კი შევიწროებასა და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს

თურქი ბიზნესმენი ქემალ გაზი ოღლუ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, გია ჟორჟოლიანს მისი ნათესავის მფარველობაში, დეპუტატის ნათესავს კი კახა ჟორჟოლიანს, შევიწროებაში და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს.

გაზი ოღლუმ რამდენიმე წლის წინ საქართველოში მიწა შეიძინა და მშენებლობა დაიწყო, თუმცა, მიმდებარე ნაკვეთის მეპატრონემ მას სასამართლოში უჩივლა და მისი ქონების დაზიანებაში დაადანაშაულა.

სასამართლომ თურქი ბიზნესმენი გაამტყუნა და კახა ჟორჟოლიანის სასარგებლოდ 1 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა.

ქემალ გაზი ოღლუ ამტკიცებს, რომ ჟორჟოლიანს მისი ნათესავი და უმრავლესობის დეპუტატი, გია ჟორჟოლიანი მფარველობს.

„კახა ჟორჟოლიანს ჰყავს საკმაოდ გავლენიანი ნაცნობები, მატ შორის, არის მისი ბიძა, რომელიც პარლამენტის დეპუტატია. სასამართლო მოიგო და ახლა ჩემგან მილიონ კომპენსაციას ითხოვს. მან ეს მოახერხა გაყალბებული დოკუმენტაციით და ექსპერტიზის დასკვნებით. მე გაოგნებული ვარ, დავიჯერო, ამ ქვეყანაში მოსამართლეები ასე მიკერძოებულად და პირადი ინტერესების მიხედვით ღებულობენ გადაწყვეტილებებს? ეს თაღლითობა ზიანს მხოლოდ მე არ მაყენებს. ზიანი ადგება თქვენს სახელმწიფოსაც,“ - განაცხადა ბიზნესმენმა.

დღის ამბები