19 აპრილი 2024,   22:36
ვრცლად
გადაუღებელი წვიმები ჩინეთსა და ვიეტნამში - სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

გადაუღებელმა წვიმებმა ჩინეთსა და ვიეტნამში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ ყველაზე მეტად ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონები დააზარალა, სადაც ადიდებულმა მდინარემ გზები და საცხოვრებელი სახლები დატბორა.

იუნანის პროვინციაში ერთ-ერთი სკოლის ტერიტორია მთლიანად წყლით დაიფარა. სასწავლებლის ეზოში წყლის დონე ორ მეტრს აღწევს. შედეგად მოსწავლეები არ დაშავებულან, რადგან შემთხვევა დასვენების დღეებში მოხდა.

სტიქიას ვიეტნამში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 9 ადამიანი, 10-ზე მეტი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

დღის ამბები