24 აპრილი 2024,   06:57
ვრცლად
კალიფორნიაში მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ძაღლი გამოავლინეს

კალიფორნიაში მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ძაღლი გამოავლინეს. ტრადიციული კონკურსის გამარჯვებული წელს 9 წლის ინგლისური ბულდოგი სახელად "ჟა-ჟა" გახდა.

ცხოველს განსაკუთრებულად გრძელი ენა და კბილების არასწორი განლაგება აქვს.

ტიტულის მოსაპოვებლად სულ 14 ძაღლი იბრძოდა. ისინი პატრონებმა წითელ ხალიჩაზეც ჩაატარეს.

გამარჯვებულს ჯილდოდ ათას 500 დოლარი ერგო. 

დღის ამბები