25 აპრილი 2024,   17:50
ვრცლად
ირანში ფასების ზრდას და ეროვნული კურსის ვარდნას აპროტესტებენ

ირანში ფასების ზრდას და ეროვნული კურსის ვარდნას აპროტესტებენ. აქცია თეირანის ბაზარში დაიწყო, სადაც პროტესტის ნიშნად მაღაზიები დახურეს.

დემონსტრანტები მოგვიანებით მეჯლისის შენობისკენ გაემართნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და აქცია დაშალეს.

2012 წლის შემდეგ დღევანდელი გამოსვლა თეირანში ყველაზე მასშტაბური იყო. დემონსტრაციების გამო მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდა პოლიტიკა შეეცვალა და დასავლეთთან ბირთვული გარიგება დაედო.

 

დღის ამბები