16 აპრილი 2024,   15:00
ვრცლად
პრინცი უილიამი იორდანიაში იმყოფება

კემბრიჯის ჰერცოგი ისტორიული ვიზიტით ახლო აღმოსავლეთს სტუმრობს. პრინცი უილიამი იორდანიაში იმყოფება.

მან უკვე მოინახულა ქალაქი ჯარაშში, სადაც იორდანიის ტახტის მემკვიდრესთან პრინც ჰუსეინთან ერთად ჩავიდა.

გამგზავრებამდე უილიამი სირიიდან დევნილ ბავშვებს შეხვდა და სწრაფი რეაგირების ძალების სამხედრო ბაზაც მოინახულა, რომელიც ბრიტანეთის დახმარებით შეიქმნა.

იორდანიის შემდეგ კემბრიჯის ჰერცოგი ისრაელსა და პალესტინასაც ეწვევა.

დღის ამბები