25 აპრილი 2024,   19:32
ვრცლად
მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია საფრანგეთში - სამართალდამცველებმა 10 ეჭვმიტანილი დააკავეს

მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია საფრანგეთში. სამართალდამცველებმა ულტრა-მემარჯვენე რადიკალურ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით, 10 ეჭვმიტანილი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ისინი მუსლიმების წინააღმდეგ გეგმავდნენ თავდასხმების მოწყობას. რეიდები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, მათ შორის პარიზსა და კუნძულ კორსიკაზე. საფრანგეთში თითქმის 6 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 9 პროცენტს შეადგენს.

დღის ამბები