25 აპრილი 2024,   20:00
ვრცლად
"ოცნებას" სახლში წასვლა მოუწევს-დავით ჭიჭინაძე კვლავ რიგგარეშე არჩვენების აუცილებლობაზე საუბრობს 

მმართველი გუნდის წევრი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ  საუბრობს. დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ თუ ქვეყანაში კრიზისი ვერ დაიძლევა ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი გახდება. დეპუტატი ამბობს, რომ თუ „ქართული ოცნება“ გამოწვევებს არ უპასუხებს, სახლში წასვლა მოუწევს. ერთ-ერთი გამოწვევა კი დავით ჭიჭინაძის თქმით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისთვის თეა წულუკიანი და მისი მინისტრობიდან გაშვების საკითხია.

მმართველი გუნდი კი თანაგუნდელის აზრს არ იზიარებს და ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს. დეპუტატების ნაწილმა ჭიჭინაძე ვანგას შეადარა. „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურ კრიზისს გამორიცხავენ.

„ქართულ ოცნებაში“ ახლა ყველა პარტიის თავმჯდომარისა და ახალი პრემიერის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებებს ელოდება. დღეს პრემიერ-მინისტრმა არ დააკონკრეტა ვის მოუწევს სავარძლის დატოვება მინისტრთა კაბინეტიდან. მათ შორის არც ის თქვა დატოვებს თუ არა პოსტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები