20 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
2.62 - ბენზინის და დიზელის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

საწვავის ფასმა საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ბოლო დღეებში ბენზინზე ფასი რეკორდულად გაიზარდა. ამ დროისთვის საწვავზე ფასები ასეთია: სუპერი-2 ლარი და 62 თეთრი, პრემიუმი -2 ლარი და 52 თეთრი. რეგულარის ღირებულება კი, რომელსაც მძღოლები ყველაზე ხშირად მოიხმარენ, ბენზინგასამართ სადგურებში საშუალოდ - 2.42 ლარია. ისტორიულ მაქსიმუმს იხდის მოსახლეობა დიზელშიც, 2 ლარსა და 50 თეთრს.

გაძვირებული საწვავის გამო ხალხი იძულებულია ავტომობილით ნაკლები იმგზავროს ან მანქანა გაყიდოს. ბენზინგასამართ სადგურებზე ავტომობილების რიცხვი შემცირდა. ბენზინზე ფასების ზრდა აისახება სხვა პროდუქტების ღირებულებაზეც. სადისტრიბუციო კომპანიებს პროდუქციის ადგილამდე მიტანა ახლა უფრო ძვირი უჯდებათ, შესაბამისად იძულებულები არიან კვების და სხვა პროდუქტების ფასები გაზარდონ.

დღის ამბები