19 აპრილი 2024,   23:37
ვრცლად
საიდუმლო კონვერტი უცნობებისგან - მალხაზ მაჩალიკაშვილს იმ სპეცრაზმელის ვინაობა შეატყობინეს, რომელმაც მის შვილს ესროლა

პანკისის სპეცოპერაციისას ჩაცხრილული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის ცნობილია იმ სპეცრაზმელის ვინაობა, რომლის ნასროლ ტყვიასაც 19 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე შეეწირა. „კურიერთან“ მალხაზ მაჩალიკაშვილი იმ ღამის დეტალებს ყვება, როდესაც უცნობმა პირებმა კონვერტი გადასცეს. უცნობებმა მაჩალიკაშვილს სამართალდამცავის ვინაობა და საცხოვრებელი კოორდინატები დაუსახელეს.

მაჩალიკაშვილებმა იურისტებთან ერთად, საკუთარი წყაროებით გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ წერილში ნამდვილად იმ ადამიანის პერსონალური მონაცემები იყო, ვინც სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელში ისროდა. ოჯახის ადვოკატს ეჭვი აქვს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს პროვოკაციას უწყობენ.

სამ დღეში სასამართლო იწყებს მსჯელობას ტერორიზმის საქმეში თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის შესახებ. საკუთარ მტკიცებულებებს მაჩალიკაშვილების ოჯახიც წარადგენს. 19 წლის თემირლანის უდანაშაულოდ ცნობა არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელზეც რამდენიმე  მალხაზ მაჩალიკაშვილი საუბრობს. ის იმ სპეცრაზმელის დასჯასაც ითხოვს, რომლის ვინაობას ამ ეტაპზე არ ასახელებს და რომელმაც მის შვილს მძინარეს ესროლა. 

დღის ამბები