25 აპრილი 2024,   16:46
ვრცლად
20 წლის ბიჭს, რომელსაც ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებას და 20 ლარის წართმევას ედავებიან, მოსამართლემ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 

9 წლიანი პატიმრობა 20 ლარისთვის - მსგავსი გადაწყვეტილება გიორგი თევზაძეს მოსამართლე ნათია გუდაძემ მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მსჯავრდებულის ოჯახისთვის. თევზაძის მამა ყვება, რომ განაჩენით გაოცებულები იყვნენ პროკურორებიც. სახელმწიფო ბრალდება 20 წლის ახალგაზრდას დანის მუქარით, ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებას და 20 ლარის წართმევას ედავებოდა, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ მტკიცებულებები თევზაძის წინააღდეგ არ არსებობს.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი თევზაძემ ტაქსის მძღოლი მაშინ დააყაჩაღა, როდესაც ის სახლთან მივიდა და მგზავრობის საფასური უნდა გადაეხადა. ექსპერტიზამ ტაქსში თევზაძის ვერც თითის ანაბეჭდები და ვერც გენეტიკური კვალი ვერ აღმოაჩინა.

გიორგი თევზაძის ადვოკატს უკვირს, რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება.

მომღერალი მალხაზ თევზაძე ამტკიცებს, რომ მისი ძმა პოლიციელის შურისძიების მსხვერპლია. წლების წინ, მსჯავრდებულს სამართალდამცველებთან კონფლიქტი ჰქონდა. იყო მუქარა და ზეწოლაც, არაერთხელ ჩაატარეს უკანონო ჩხრეკა თევზაძეების სახლში. ოჯახი ვარაუდობს, რომ პოლიციამ წყენა ვერ დაივიწყა, გიორგი თევზაძეს საქმე შეუკრა და ციხეში ჩასვა.

დღის ამბები