19 ივლისი 2019,   21:46
ვრცლად
ახალი გარემოებები დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში-სერგი კაპანაძე მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

„ევროპული საქათველოს“ წევრი და საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. სერგი კაპანაძის თქმით, ამ დროისთვის კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ მ.კ. მონაწილეობდა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში.

„გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის კუთხით. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გამოიკვეთა არის ის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს დაჭრილი იქნა ერთი მოზარდი გ.მ. რომელზეც ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომი იყო შსს-სთვის და  პროკურატურისთვის. მიუხედავად ამისა არც ამ საქმის ცალკე გამოყოფა არ მომხდარა,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები