20 აპრილი 2024,   18:46
ვრცლად
მცირე მთავრობის კონცეფცია - მინისტრები პრემიერის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან 

მცირე მთავრობის კონცეფციასთან დაკავშირებით მინისტრები განმარტებებს აკეთებენ. მთავრობის წევრები პერსონალურ ცვლილებებზე საუბარს მედიის თანდასწრებით ერიდებიან.

ცნობილია, რომ სახელმწიფო მინისტრის უწყება გამსხვილდება, მას რელიგიის სააგენტო შეუერთდება.

„პრემიერი თავად წარადგენს კაბინეტის ახალ შემადგენლობას, სიახლე რაც არის იმ მიმართულებით, რომელსაც მე ახლა ვკურირებ, არის ის, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს რელიგიის საქმეთა სააგენტო უერთდება,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ამ ეტაპზე დავით ზალკალიანი იკავებს, თუმცა დარჩება თუ არა ის უწყების ხელმძღვანელად, ჯერჯერობით უცნობია.

„რადგან პრემიერ-მინისტრს აქვს თავისი ხედვა, ბუნებრივია, ყველა ძირითად პოზიციებთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც წარმოდგენილი იქნება, კანდიდატები, ის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები