22 სექტემბერი 2019,   02:25
ვრცლად
"ვისურვებდი, რომ სიაში იყვნენ რუსი პოლიტიკოსები" - ოპოზიცია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოებაზე საუბრობს

საპარლამენტო უმცირესობა სურვილს გამოთქვამს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რუსი პოლიტიკოსებიც შევიდნენ. „ ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ მიუხედავად ამ სურვილისა, საგულისხმოა ისიც, რომ სია იყოს რეალისტური და მეგობარმა სახელმწიფოებმა შეძლონ სიაში მოხვედრილი პირებისთვის შეზღუდვების დაწესება.

„მთავარი სამუშაო არის  ის, რომ ამ სიამ მოიტანოს რეალურად შედეგი. ანუ შეუქმნას კონკრეტული პრობლემები მათშორის მძიმე პრობლემებიც იმ ხალხს ვინც მოხვდა ამ სიაში. რა თქმა უნდა მე ვისურვებდი, რომ სიაში იყოს გაცილებით უფრო მეტი ადამიანი და მათშორის რუსი პოლიტიკოსები  თუმცა წინასწარ მიჭირს კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ ამავდროულად  სია უნდა იყო რეალისტური ისე, რომ სახელმწიფოებმა მოახერხონ ამ სიაში ჩამოთვლილი პირებისთვის  შეზღუდვების დაწესება,“-განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია უფრო მეტად პოლიტიკურ- მორალური დოკუმენტია, სადაც ძირითადი სანქცია არის ვიზებზე უარის თქმა.

„ეს ადამიანები ვერ შევლენ ევროპის ან სხვა სახელმწიფოებში თუ კი ეს ქვეყნები მას აღიარებენ. ამიტომ აქედან გამომდინარე უფრო ადვილად უნდა იყოს შესაძლებელი სიის გაფართოება და იმ ადამიანების მასში   მოხვედრა, რომლებმაც უშუალოდ კი არ ჩაიდინეს დანაშაული , არამედ ირიბად არიან რაღაც ფორმით კავშირში რაღაც ფორმით მსგავს ქმედებებთან,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

​ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანი მოხვდა.  შავ სიაში შევიდა ყველა ის პირი, რომელმაც დანაშაული 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაიდინა. მათშორის გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებიც არიან. 

 

​​

ამავე თემაზე
დღის ამბები