18 აპრილი 2024,   08:12
ვრცლად
გაზრდილი საწვავის ფასი და მთავრობის უმოქმედობა - ენმ ხელისუფლებას და ნავთობიმპორტიორებს მიმართავს

გაზრდილი საწვავის ფასი და მთავრობის უმოქმედობა - „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს კარტერული გარიგებების ხელშეწყობასა და აქციზის ფასის გაორმაგებაში ადანაშაულებს, რომელმაც საწვავის ფასის ზრდაზე გავლენა იქონია.

ოპოზიცია ხელისუფლებასა და ნავთობიმპორტიორებს სასწრაფო რეაგირებასა და ფასის კლებისკენ მოუწოდებს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, თუ ხელისუფლება რეაგირებას არ მოახდენს ხელოვნურად მომატებულ ფასზე, პასუხს საზოგადოება გასცემს.

„დღესვე, ნიშნულს რომ დაუბრუნდეს, რაც იყო 2017 წლამდე გადასახადი, 20 თეთრით შემცირდება ერთ ლიტრზე ბენზინის ფასი. მინდა, ხელისუფლებას მივმართო და ვუთხრა, ან ამას ნებით გააკეთებენ და 20 თეთრით შეამცირებენ ბენზინის ფასს, მინდა მივმართო ნავთობიმპორტიორებს, რომლებმაც ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საწვავის ფასი დაუბრუნდეს ნორმალურ ნიშნულს, ან ამას გააკეთებენ ან არადა ისინი მიიღებენ ძალიან დიდ წინააღმდეგობას მოსახლეობის მხრიდან,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა.

დღის ამბები