19 სექტემბერი 2019,   21:55
ვრცლად
სემინარი რელიგიის თავისუფლებაზე - შეხვედრას მართლმადიდებელი და მუსლიმი სასულიერო პირები დაესწრნენ

რელიგიის თავისუფლების თემაზე დღეს მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მუსლიმთა რელიგიის წარმომადგენლები საგანგებო სემინარზე მსჯელობდნენ.

შეხვედრა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და სტუმრებს ყველა ის დეტალი გააცნეს, რომელიც კანონმდებლობაში რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებობს.

სემინარები ჯერ თბილისის მასშტაბით ჩატარდა და დაგეგმილია, რომ მსგავსი ღონისძიება ყველა რეგიონში გაიმართება.

„დაახლოებით, 7-8 შეხვედრა იქნება გათვალისწინებული მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს მოგვცემს იმას, რომ პირველი, ცნობადობა იქნება მათ შორის ამაღლებული ადამიანის უფლებების კუთხით. მეორე, ეს ხელს შეუწყობს პირდაპირ კონტაქტებს და ტოლერანტული გარემოს შექმნას და მესამე, რაც ყველაზე მთავარია, განხილული იქნება, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე იქნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რელიგიის თავისუფლებაზე,“ - განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ. 

დღის ამბები