23 სექტემბერი 2019,   01:17
ვრცლად
ხმაური ვარკეთილში - ადგილობრივები გასხვისებულ სადარბაზოში მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ

ხმაური იყო დღეს ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში. 302-ე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა თავიანთ სადარბაზოში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებს.

ადგილობრივების განცხადებით, კორპუსის შესასვლელი პირველი სართულის სადარბაზო ხელმოწერების გაყალბებით უკანონოდ შეისყიდა თავდაპირველმა კერძო მესაკუთრემ.

მათი თქმით, მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, სადარბაზოში შესასვლელი გზა იკეტება. 

დავა მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით სასამართლოში ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა, მოსამართლემ ნებართვა კანონიერად სცნო. ამ დროის განმავლობაში კერძო მესაკუთრე რამდენჯერმე შეიცვალა. ამჟამინდელი მესაკუთრე, დავით ჭოხონელიძე, ამბობს, რომ მან ტერიტორია კანონის დაცვით შეიძინა და მისთვის მოსახლეობის პროტესტი გაუგებარია. 

დღის ამბები