16 სექტემბერი 2019,   19:23
ვრცლად
პრემიერს საკმაოდ დიდი თაღლითური გამოცდილება გააჩნია და სწორედ ამ ნიშნით შეარჩია ყველაზე დიდმა თაღლითმა, ივანიშვილმა - გიორგი გუგავა

„არავითარი საბიუჯეტო თანხების დაზოგვა არ მოხდება,“ - ასე აფასებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა, სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლის შედეგადაც, პრემიერის თქმით, 120 მილიონ ლარამდე თანხა უნდა დაიზოგოს.

გიორგი გუგავას განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებების მიუხედავად, საკადრო ცვლილებები არ განხორციელდება, შესაბამისად, თანხების დაზოგვა არ მოხდება.

„დღევანდელი პრემიერმინისტრს, მიუხედავად მისი ასაკისა, საკმაოდ დიდი თაღლითური გამოცდილება გააჩნია და სწორედ ამ ნიშნით შეარჩია ყველაზე დიდმა თაღლითმა  ივანიშვილმა. არავითარი საბიუჯეტო თანხების დაზოგვა არ მოხდება, შენარჩუნებული იქნება მათი თანაპარტიელები, მათი ნათესავები, მეგობრები, რომლებიც ასე ჩასმული ჰყავთ შტატებში და რომელსაც ხალხის ხარჯზე საკმაოდ სოლიდური ხელფასები და დანამატები გააჩნიათ,“ - განაცხადა გუგავამ.

პრემიერ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 14 სამინისტროდან მხოლოდ 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება და მთავრობა სტრუქტურული ცვლილებების ფონზე 120 მილიონ ლარამდე დაზოგავს.

დღის ამბები