18 აპრილი 2024,   14:59
ვრცლად
ემანუელ მაკრონი კათოლიკური ეკლესიის მეთაურს შეხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, კათოლიკური ეკლესიის მეთაურს შეხვდა.

ვატიკანის ბიბლიოთეკაში საფრანგეთის ლიდერმა და პაპმა ფრანცისკემ უჩვეულოდ დიდხანს - ერთ საათს, ისაუბრეს. მთავარი თემა კი მიგრანტების საკითხი იყო.

რომის პაპმა საფრანგეთის ლიდერს საჩუქრად მედალიონი გადასცა, წმინდანის გამოსახულებით, რომელმაც მათხოვარს ზამთარში საკუთარი მოსასხამი გაუყო.

შეხვედრის შემდეგ პაპმა ფრანცისკემ ემანუელ მაკრონი ორჯერ გადაკოცნა, რაც მისი მხრიდან იშვიათი საქციელია.

დღესვე ემანუელ მაკრონი წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ბაზილიკას ეწვია და საპატიო ტიტულიც მიიღო. 

დღის ამბები