26 აგვისტო 2019,   14:33
ვრცლად
ერთ-ერთმა ქვა გვესროლა, ჩემს მეგობარს სახეში დაარტყა, ძირს დამაგდეს და მცემეს - თბილისში 2 უცხოელი სცემეს

თბილისში 2 უცხოელი სასტიკად სცემეს. ჩხუბი გუშინ ღამით ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე მოხდა.

ადგილობრივების გაღიზიანება ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა უცხოელებმა გამოიწვიეს, რომლებიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მეგობარ ქართველ გოგოს სახლში ასვლას სთხოვდნენ.

დაზარალებულმა უცხოელმა კურიერთან გუშინ მომხდარი ფაქტი დეტალურად გაიხსენა. 

„ტაქსით მოვედით მე და ჩემი მეგობრები. აქ ბევრი ბიჭი იდგა ქუჩაში. ჩემი მეგობარი გოგონა, რომელსაც დალევა ზედმეტი მოუვიდა, ბორდიურზე ჩამოჯდა. ალკოჰოლმა ცუდად გახადა. მე მივუახლოვდი, ხელი გადავხვიე და ვუთხარი, რომ სახლში ავსულიყავით. ქართველმა ბიჭებმა ყვირილი დამიწყეს, ქართველ ქალს როგორ ექცევი, ყველა უცხოელი თავის ქვეყანაში დაბრუნდესო. მერე ერთ-ერთმა, რომელიც ყველაზე აგრესიული იყო, აიღო ქვა და გვესროლა. მე ვეუბნებოდი, რომ აქ უკვე 6 წელია, ვცხოვრობ და ეს გოგონა ჩემი მეგობარია. ჩემს მეგობარს სახეში დაარტყა. მე ვაშველებდი. შემდეგ ძირს დამაგდეს და მცემეს. სახეში მირტყამდნენ,“ - განაცხადა დაზარალებულმა, გრანტ ფრიმენმა.

უცხოელებზე მომხდარი თავდასხმა თვითმხილველმა, ნენე დალაქიშვილმაც, გაიხსენა. 

„ასეთი სასტიკად ნაცემი ადამიანი არ მინახავს, კბილები ხელში ეჭირა, მთელ სახეზე სისხლი, მუხლები გადატყავებული. მე რაც დავინაზე, გაილახა ის, ვინც აშველებდა,“ - განაცხადა დალაქიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ძალადობის მუხლით აწარმოებს. მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

 

დღის ამბები