20 აპრილი 2024,   17:12
ვრცლად
მთავრობა არ გვყავს, ვის რა უნდა მოვთხოვო? - ზაზა სარალიძე სამომავლო გეგმებზე

დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით არჩევანის ეთერში საუბრობს.

მისი თქმით, ის, პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან ერთად, გამოძიების პასუხებს ელოდება.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა აცხადებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ბრძოლას სამართლებრივი გზით შეეცდება.

„ერთი მინდა, დაზუსტებით ვთქვა, რომ აბსოლუტურად სამართლებრივი გზით გავყვებით ბოლომდე, რომ სამართლიანობამ აუცილებლად უნდა იზეიმოს და ჩვენი მხრიდან არანაირ სამართალგადაცდენა არ იქნება, რაც ბატონმა გახარიამ და მისმა უწყებამ პირდაპირ გამოიყენა ბოლო აქციაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინ რომ დაგვარბია, ასე რომ ვთქვათ და დაგვამხო თავზე ყველაფერი,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე აქციების გამართვასთან დაკავშირებითაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ახალი მთავრობა ჯერ დამტკიცებული არ არის და რაიმეს მოთხოვნა შეუძლებელია.

„ამ წუთში მთავრობა არ გვყავს, ვის რა უნდა მოვთხოვო? ბახტაძე თავისთავად არ იქნება საქმის კურსში. როდესაც დაინიშნება მთავრობა, მერე გადავწყვეტ, შეხვდე თუ არა ხელისუფლებას, მანამდე კომისიაც გამოავლენს ძალიან ბევრ დარღვევას,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს და აინტერესებს, რატომ არ წაუყენეს ბრალი 19 წლის მაჩალიკაშვილს დაჭრიდან 48 საათში, როდესაც ის პალატაში იწვა, რადგან ის ტერორისტად შერაცხეს.

ზაზა სარალიძე ხელისუფლებას მალხაზ მაჩალიკაშვილის კითხვებზე პასუხის გაცემისა და შეცდომის აღიარებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები