21 აგვისტო 2019,   05:52
ვრცლად
პირველ რაუნდში, ფაქტობრივად, შევარყიეთ სისტემა, მეორე რაუნდში ამ ძალადობრივ სისტემას საბოლოოდ ჩამოვშლით - ზვიად კუპრავა

ორკვირიანი პატიმრობის შემდეგ ზვიად კუპრავა თავისუფალია და იმ პროცესებს აფასებს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმის გარშემო მიმდინარეობს. საუბარია საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე.

ზვიად კუპრავას თქმით, მას არაფერი ახალი არ მოუსმენია და 6 თვეა, სწორედ ამ კითხვებს სვავს დაზარალებული მხარე.

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის ზაზა სარალიძის გვერდით იდგა და დგას ახლაც და უკან დახევას არ აპირებს.  

ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ მისი დაკავების მიზეზი იყო ის, რომ აქციების მუხტი დავარდნილიყო. თუმცა, მისივე თქმით, მისი დაკავებით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ.

„მე გამოვედი და კვლავ აქტიურად ჩავები. აქტიურად გავაგრძელებთ ბრძოლას. არაფერი არ გვაქვს ჩვენ უკან დასახევი,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ზვიად კუპრავა დღეს ზაზა სარალიძესთან ერთად იმყოფებოდა პანკისში, სადაც ის მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდა. მისი თქმით, ამ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბრძოლა არ დასრულდება.

რაც შეეხება ბრძოლის ფორმას, ზვიად კუპრავა ამბობს, რომ ეს მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში იქნება. ზვიად კუპრავას განცხადებით, აქციების გარდა მათ აქვთ კონკრეტული სტრატეგია, თუმცა, ამ გეგმების შესახებ კჯერ არ ისაუბრებს.

„პირველი რაუნდის შემდეგ, როდესაც ჩვენ ფაქტიურად შევარყიეთ სისტემა, მეორე რაუნდში საბოლოოდ ამ ძალადობრივ სისტემას ჩამოვშლით,“ - განაცხად ზვიად კუპრავამ.

ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, ხელისუფლება დარჩება თუ არა, მთავარია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

მისი თქმით, ამ დროისთვის უკვე გამოკვეთილია ის, რომ საქმე საბოლოოდ მივა პროკურატურის და შსს-ს მაღალჩინოსნებამდე, რომლებიც მონაწილეობდნენ მის გაყალბებაში.  

ამავე თემაზე
დღის ამბები