19 აპრილი 2024,   20:16
ვრცლად
მერაბ კვირიკაშვილის საქმე - სასამართლომ ის მგზავრი დაკითხა, რომელიც ავარიის დროს რაგბისტის მანქანაში იჯდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში რაგბისტის მერაბ კვირიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ის მგზავრი დაიკითხა, რომელიც შემთხვევის დროს კვირიკაშვილის  მანქანაში იმყოფებოდა. ადვოკატის თქმით, მოწმეს სასამართლოსთვის რამე სახის ღირებული ინფორმაცია არ მიუწოდებია.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. ავარიას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ. ავტომანქანას შეჯახების დროს მერაბ კვირიკაშვილი მართავდა. 

დღის ამბები