20 აპრილი 2024,   00:58
ვრცლად
პუტინმა კრემლში ტრამპის მრჩეველი მიიღო

ვლადიმერ პუტინმა კრემლში დონალდ ტრამპის მრჩეველი მიიღო. გავრცელებული ცნობით, ჯონ ბოლტონი მოსკოვში რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის დეტალების შესათანხმებლად ჩავიდა.

სამიტი ივლისის შუა რიცხვებში იგეგმება. სახელდება შეხვედრის ორი სავარაუდო ადგილი- ვენა და ჰელსინკი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ჯონ ბოლტონმა სერგეი ლავროვთან გამართა მოლაპარაკება, რომელიც ორი საათი გაგრძელდა.

განხილვის თემები ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა და საერთაშორისო საკითხები იყო.

დღის ამბები