19 ოქტომბერი 2019,   22:34
ვრცლად
კანაფის ქოთნის გამო დაკავებული - საქალაქო სასამართლო „გირჩის“ ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსის საქმეზე მსჯელობს 

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში „გირჩის“ ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მსჯელობენ.

ნიკა ობოლაძეს გამოძიება მცირე რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვას ედავება.

საქმე 2 მაისის ინციდენტს  ეხება, როდესაც "გირჩის" ოფისთან მოქალაქეს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლების უხეში მოპყრობის და დაკავების მცდელობისას ”გირჩის“ წევრები გამოესარჩლნენ. ნიკა ობოლაძე გამოძიებამ ხელში კანაფის ქოთნის ჭერის გამო დააკავა.

„30 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მარიხუანას მოხმარება არის თავისუფალი განვითარების უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე გამოსაცხადებელი აქვს გადაწვეტილება, რომ მან გამოაცხადოს და თქვას, რომ მარიხუანას მოხმარება არის ამ ქვეყანაში ლეგალური. ამ დროს, მე მედავებიან იმას, რომ „გირჩის“ საკუთრებაში არსებული ქოთანი, ეს არ იყო ჩემი საკუთრება, ეს იყო „გირჩს“ საკუთრებაში არსებული ქოთანი, მე უბრალოდ მეჭირა ხელში და პოლიტიკურად ვაპროტესტებდი ამ დრაკონულ ნარკოპოლიტიკას. მე ვამბობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავი უნდა დაანებოს დრაკონულ ნარკოპოლიტიკას, მარიხუანა ამ ქვეყანაში უნდა იყოს ლეგალური, ეს გადაწყვიტა საზოგადოებამ,“ - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

დღის ამბები