19 აპრილი 2024,   08:25
ვრცლად
ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ და პოლ რაიანმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრას აქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

პოლ რაიანმა სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ მედიასთან აშშ-ს მხარდაჭერაზე ისაუბრა. 

"ჩვენ გავაცანით ჩვენი თანამშრომლობის გამოცდილება - ვგულისხმობ რეგიონულ გამოცდილებას და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა, როგორც თითოეული ქვეყნის მიმართ, ასევე, ზოგადად, რეგიონის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა გაგრძელდეს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები