19 აპრილი 2024,   03:54
ვრცლად
ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავი სიის საპასუხოდ ოკუპირებულ ცხინვალში სიას ამზადებენ.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავი სიის საპასუხოდ ოკუპირებულ ცხინვალში სიას ამზადებენ.რუსულ "სპუტნიკთან" ინტერვიუში, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ეგრედ წოდებული პარლამენტის სპიკერი აღნიშნავს, რომ შავ სიაში საქართველოს, ამერიკის, უკრაინისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები შევლენ, რომლებიც მათი თქმით სამხრეთ ოსეთში სულ მცირე 2008 წლის აგვისტოში მონაწილეობდნენ. პეტრე გასიევის მტკიცებით დოკუმენტზე, მუშაობა უკვე 2 წელია მიმდინარეობს, თუმცა ის საქართველოს მთავრობის მიერ სწორედ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას შავი სიის დამტკიცებიდან ერთი დღის შემდეგ გასაჯაროვდა. გასიევის თქმით, დოკუმენტი ყველა შესაძლო სანქციას გაითვალისწინებს. საოკუპაციო რეჟიმი შეეცდება რომ სიაში შესულ პირებზე ინტერპოლით ძებნაც გამოაცხადოს.

დღის ამბები