20 ივნისი 2019,   18:16
ვრცლად
არასათანადო მოპყრობა არასრულწლოვანთა და ქალთა ციხეებში - სასჯელაღსრულების სამინისტრო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კვლევას არ ეთანხმება 

არასრულწლოვანთა და ქალთან ციხეებში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს, სასჯელაღსრულების სამინისტრო ეხმაურება.

განცხადება მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ გააკეთა. მისი თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრო არ იზიარებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დასკვნებს.

„აღვნიშნავთ, რომ ის პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია მსჯავრდებულის შემოწმებასთან სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ევროპული ციხის წესებთან,“- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, არასრულწლოვანთა და ქალთა ციხეებში სასჯელაღსრულების 3 დაწესებულებაში სახალხო დამცველისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ერთობლივი მონიტორინგი ჩატარდა.

ანგარიშის მიხედვით, დაწესებულებებში არასრულწლოვანების ფიზიკური დაზიანებების 17 შემთხვევა დაფიქსირდა.

დღის ამბები