16 სექტემბერი 2019,   19:14
ვრცლად
"რისი ღირსიც არის, ის უნდა მიიღოს" - მმართველი გუნდი სააკაშვილისთვის შეფარდებულ პატიმრობას ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილისთვის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 6 წლიანი პატიმრობის შეფარდებას  საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა დაისაჯოს. „ქართული ოცნების“ წევრები საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ.

„ადამიანი კინაღამ მოკლეს და ეს კადრები ყველამ იცის და ნანახი აქვს მთელ საქართველოს და არა მარტო საქართველოს. ამიტომ ყველაფრის პოლიტიკაზე დაბრალება როგორ შეიძლება. დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ვინც მითითება მისცა და ამის გამო ეს გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, უშუალოდ იყო ჩარეული სააკაშვილი, რისი ღირსიც არის, ის უნდა მიიღოს,“- განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მის მიერ გამოტანილი განაჩენი სამართლიანია.

„სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა შესაბამისი მტკიცებულება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა, რომ თითქოს, ეს არის პოლიტიზირებული, ამას მე კატეგორიულად გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ამ ფაქტის თაობაზე საკმარისი ინფორმაცია არსებობდა საზოგადოებაში, დღეს ეს კიდევ დადასტურდა სასამართლოს მიერ და გონივრული ეჭვი იმისა, რომ ვალერი გელაშვილის ცემის უკან იდგა სწორედ საქართველოს პრეზიდენტი, ეს ეჭვი ადრეც არსებობდა და დადასტურებულია დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებით,“- განაცხადა გიორგი კახიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები