25 ივნისი 2019,   02:33
ვრცლად
მნიშვნელოვანი
"დაპირებაშიც კი მოატყუა საზოგადოება "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ“ - ექსპერტები პრემიერის მიერ დაანონსებულ რეფორმაზე 

ეკონომიკური საკითხების სპეციალისტები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ე.წ. მცირე მთავრობის შექმნის ინიციატივის გამო აკრიტიკებენ. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სამინისტროების 14 -დან 10-მდე შემცირება და სახელმწიფო მინისტრის აპარატის დატოვება, რეალურად ხარჯების შემცირებას არ განაპირობებს.

ეკონომისტი გიორგი ყიფიანის თქმით, რეალური რეფორმა გატარდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა შეამცირებდა სიპებისა და აიპების რაოდენობას. დაგეგმილი ცვლილებები კი აღნიშნულს არ ითვალისწინებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მამუკა ბახტაძემ მოსახლეობა დანაპირებშივე მოატყუა. 

„ეს არ არის რეალურად ქამრების შემოჭერის პოლიტიკა. ბახტაძეს, რომ ეთქვა, რომ ჩვენ 2020 წლამდე ქამრებს შემოვიჭერთ და წილი გახდება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3.4 % ეს იქნებოდა რეალური დაპირება. ფაქტობრივად, დაპირებაშიც კი მოატყუა საზოგადოება "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ“- ამბობს ყიფიანი.

პრემიერ-მინისტრის გეგმას და დაანონსებულ რეფორმას ეხმაურება ეკონომისტი გიორგი პაპავაც. მისი განცხადებით,  როცა პრემიერმა ოპტიმიზაცია დააანონსა ეს უკვე ნიშნავს, რომ არსებობდა პრობლემები. თუმცა პაპავა ფიქრობს, რომ პრემიერის ინიცირებული ცვლილებების ოპტიმალური გამოსავალი არ არის.

„თუ ყველაფერს ისევ ისე გავაგრძელებთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით,  უბრალოდ მინისტრის დავარქმევთ მინისტრის მოადგილეს და კიდევ თავზე ერთ ადამიანს დავამატებთ ეს არ არის ოპტიმიზაცია.

მცირე მთავრობის განხორციელებას სჭირდება პოლიტიკური ნება იმიტომ რომ ეს არი მტკივნეული რეფორმა“-აცხადებს პაპავა.

დღის ამბები