25 აპრილი 2024,   05:49
ვრცლად
რუსი სამხედროების მიერ ორი ქართველი მესაზღვრის დაკავება - შსს განცხადებას ავრცელებს 

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი სამხედროების მიერ ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტიდან ორი მესაზღვრის გატაცებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. 

უწყებაში ადასტურებენ, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებიან. 

შსს-ს ინფორმაციით, 27 ივნისს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად გავიდა, რის შემდეგაც მათთან კომუნიკაცია შეწყდა.

ამ დროისთვის რუსეთის ფედერაციის შესაბამის უწყებებთან უკვე მიღწეულია შეთანხმება და დაკავებულ ორ მესაზღვრეს ქართულ მხარეს 29 ივნისს გადმოსცემენ. 

„მიმდინარე წლის 27 ივნისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად, საქართველო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გავიდა, მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად.

გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა უნდა მოხდეს მიმდინარე წლის 29 ივნისს. მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ, ქართული მხარე ინციდენტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა შესაბამის პროცედურას განახორციელებს,“ - აღნიშნული უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები