23 სექტემბერი 2019,   01:15
ვრცლად
ორი ქართველი მესაზღვრე ამ დრომდე რუსი სამხედროების პატიმრობაში რჩება

ორი ქართველი მესაზღვრე ამ დრომდე რუსი სამხედროების ხელში რჩება. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები რუსეთის სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის პერიმეტრზე პატრულირებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მესაზღვრეები აღნიშნულ მონაკვეთზე იმიტომ იმყოფებოდნენ, რომ დაგეგმილია საზაფხულო დროებითი საგუშაგოს გახსნა. უწყების ცნობით, სწორედ ამ პერიოდში მათთან კომუნიკაცია შეწყდა.

გატაცებულების ოჯახების ინფორმაციით, შს სამინისტროს თანამშრომლები რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ აიყვანეს, თუმცა მათ ამის შესახებ მხოლოდ დღეს ჟურნალისტებისგან გაიგეს.

ოჯახის წევრების თქმით, უცნობია, როგორ მოხდა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების გატაცება.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებები შესაბამის უწყებებთან უკვე შედგა და მესაზღვრეების გადმოცემასთან ქართული მხარისთვის გადმოცემა ხვალ მოხდება.

„კურიერის“ ინფორმაციით, მთელი დღეა, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ქართველი მესაზღვრეების გადმოცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები