20 აპრილი 2024,   09:06
ვრცლად
ირაკლი ნოზაძეს სამართალდამცველები დღეს დაკითხავენ

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" ერთ-ერთ სოლისტს, ირაკლი ნოზაძეს დაზარალებულის სტატუსით დაკითხავენ. სამართალდამცველები დღეს ღუდუშაურის კლინიკაში  მივლენ.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამომძიებლებმა მომღერლის დაკითხვა გუშინ ვერ შეძლეს.

ირაკლი ნოზაძე წერეთელზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში რამდენიმე დღის წინ დაჭრეს.

ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალი დააკავეს. თამთა ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. 

საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი ქალი. 

დაცვის მხარე მომხდარის მიზეზად საყოფაცხოვრებო კონფლიქტს ასახელებს. დაკავებული თამთა ჯანჯღავა კი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები