24 აპრილი 2024,   11:37
ვრცლად
კომპანიებს, რომლებმაც საქმიანობა დავალიანების გამო შეაჩერეს, საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერებათ - პრემიერი 

საქართველოს მთავრობამ კომპანიებისთვის, რომლებმაც საქმიანობა დავალიანების გამო შეაჩერეს, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება მიიღო. 

ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ დავალიანება კომპანიებს 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ჩამოეწერებათ. 

მისი თქმით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. 

"ინიციატივა შეეხება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულები იყვნენ შეეჩერებინათ საქმიანობა საგადასახადო დავალიანების გამო. ამ დავალიანებების დიდი ნაწილი არის 2011 -2012 წლებში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა სისტემური მიდგომა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ინიციატივა გულისხმობს, ჩამოწერას საგადასახადო დავალიანების 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულები იყვნენ შეეჩერებინათ კომერციული საქმიანობა დავალიანების გამო. 

ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ეკონომიკაში გვქონდეს გამოუყენებელი აქტივები და გამოუყენებელი შესაძლებლობები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს, რომ ახალი სიცოცხლე შეიძინონ ამ კომპანიებმა და შეძლონ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები