24 აპრილი 2024,   01:17
ვრცლად
"ეს გარემოება არის ძალიან ცუდი" - პრემიერი ეროვნული გამოცდების კონდიციონერის გარეშე ჩატარებას ეხმაურება 

ეროვნული გამოცდები კონდიციონერის გარეშე ზაფხულის რეკორდულად ცხელ დღეებში - პრემიერის განცხადებით, ამ საკითხზე დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრებენ.

როგორც ცნობილია, ზაფხულის ცხელი დღეები მიუხედავად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის გადაწყვეტილებით, კონდიცირება მხოლოდ რუსთავში მდებარე საგამოცდო ცენტრში მოხდება.

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ, თუ როგორ შეიძლება უმოკლეს დროში ეს პრობლემა მოგვარდეს.

"არა თუ ლოგიკური, არამედ ეს გარემოება არის ძალიან ცუდი, დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე ვისაუბრებთ როგორ შეიძლება ეს უმოკლეს ვადებში მოგვარდეს. რა თქმა უნდა, ეს იყო საკითხი, რომლის დაგეგმვაც უკეთ შეიძლებოდა“ -აცხადებს პრემიერი.

დღის ამბები